
როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა ქვეყანაში „რთული ნოემბერი“ გვექნება.
„იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა ბოლო ერთი თვეა - ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ. მაგრამ ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ბოლო სამი დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით, გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათი-ხუთშაბათის პერიოდში. ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახლი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა, 9 ათასის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამჯერ ნაკლები ვიდრე აგვისტოში და 2,5-ჯერ ნაკლები ვიდრე სექტემბერში გვქონდა, ეს არის ძალიან ცუდი. ამასთან, უკვე ცივი სეზონია და მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი. ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია - მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება. თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025