26/10/2022
11:41
მსოფლიო
გლობალური პროგნოზის მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უახლოეს თვეებში მოიმატებს და, თებერვლამდე ყოველდღიურად, დაახლოებით 18,7 მილიონამდე დაფიქსირდება.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) ანგარიშის თანახმად, ამჟამინდელი საშუალო დღიური გლობალური მაჩვენებელი დაახლოებით 16.7 მილიონია.
ეს მონაცემები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასული ზამთრის მაჩვენებელი, როდესაც Omicron-ის ვარიანტმა გავრცელების პიკს მიაღწია (დღეში საშუალოდ დაახლოებით 80 მილიონამდე შემთხვევა); ასევე, პროგნოზის მიხედვით, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატება არ გამოიწვევს სიკვდილიანობის მაღალ სტატისტიკას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგნოზით, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 1660-დან 2748-მდე გაიზრდება 1 თებერვლამდე. 2022 წლის იანვარში კი, ყოველდღიურად გარდაცვალების 11 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.
სავარაუდოდ, გერმანიაში COVID-19-ით დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს Omicron-ის ქვევარიანტებს (BQ.1 ან BQ.1.1) და უახლოეს კვირებში მოსალოდნელია, გავრცელდეს ევროპის სხვა ნაწილებში.
ანალიზის მიხედვით, Omicron-ის კიდევ ერთი ქვევარიანტი, სახელწოდებით XBB, ასევე გამოიწვევს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდას სინგაპურში. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ქვევარიანტი უფრო გადამდებია, მაგრამ ნაკლებად მძიმე.
0
0