ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დღეს ექვსი ქართველი – გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი (ორივე 73კგ), ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე 81 კგ), ნინო გულბანი, ემანუელა გელაშვილი (ორივე 70კგ) გამოვიდა, რომელთაგან ოთხი მამაკაცი ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.
ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჭიდავა ალექსანდრე ლოლაძემ. კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველმა 18 წლის აზერბაიჯანელ სულეიმან შუქუროვთან იპონით წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ბრინჯოას მედალი მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა. გიორგი ლოლაძე და მათე ბერუაშვილი კი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში დამარცხდენენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებიდან ვერცხლის მედალი ნინო ლოლაძემ (57 კგ) მოიპოვა.
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026