ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ნინო პაპიძე და საბა ქარდავა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ
07/09/2024
15:31
სპორტი
A-
+A
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ორი ქართველი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
18 წლის ნინო პაპიძემ მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუმინელ ტუდორაჩს მოუგო და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს – მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი მიშინერ ალმა იქნება.
ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს ასევე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს მძიმეწონოსანი საბა ქარდავა – გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე გერმანელი მორტაზა სუჰა იქნება.
ხვალ, 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
0
0
141
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%