-share.jpg)
სიახლე არ არის, ყოველდღიურად ვისმენდით განცხადებებში, იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ არ მოგვიგონია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული თანამდებობის პირები, კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ განცხადებებს მეორე ფრონტის განცხადებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება ახალგაზრდების გამოყენებას, ამის მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტულ ლიდერებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ იყო შემთხვევები, როცა ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან, არ უშვებდნენ მიკროფონთან. ახალგაზრდებსაც ჰქონდათ მცდელობა, რომ არ ყოფილიყვნენ გამოყენებული. მხედველობაში მყავს ის ახალგაზრდები, ვინც მართლა ნეიტრალურია და არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ. თუმცა, იქ იყვნენ ახალგაზრდები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, ასევე სხვადასხვა პარტიებიდან“, – განაცხადა კალაძემ.
0
0