
ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
აშშ-ის ტეხასის შტატში, 23 წლის ტეხასელ მამაკაცს, რომელიც ახალდაქორწინებული მეუღლის მკვლელობისა და, შემდეგ, მისთვის თავის მოკვეთის ფაქტზე დააკავეს, 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯარედ ჯეიმს დიკუსმა, 2023 წლის იანვარში, 21 წლის მეუღლის, ენგი დიაზის სასტიკი მკვლელობა აღიარა. უოლერის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ მათ დიკუსის მშობლებმა შეატყობინეს.
მკვლელობა ჰიუსტონში, დიაზის სახლის უკან მდებარე კოტეჯში მოხდა. პოლიციამ კოტეჯში დიაზის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, საწოლთან, სისხლის გუბეში მყოფ დიაზს ასევე ზურგზე დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. დაკავების შემდეგ, დიკუსმა დეტექტივების წინაშე დანაშაულის ჩადენა აღიარა. პოლიციის განცხადებით, მკვლელობის მიზეზი საჯაროდ სახელდება, თუმცა როგორც The Mirror-ი იუწყება, ინციდენტამდე, პოლიციამ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული შეტყობინებები მიიღო.
უოლერის ოლქის პროკურორმა აღნიშნა, რომ ჯარედ ჯეიმს დიკუსს შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდეს.
0
0
საინფორმაციო სააგენტო SPNEWS-ი 6 წლისაა
01/07/2025