
ახალდაბაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი შენობა 90 ბავშვზე იქნება გათვლილი.
გარდა შენობის მშენებლობისა, პროექტი ითვალისწინებს სააღმზრდელო დაწესებულების ეზოს კეთილმოწყობასაც.
სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 773 555 ლარია.
👉 ტენდერის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.
რამდენიმე ათეული წელია, ახალდაბაში საბავშვო ბაღი სოფელში არსებულ საერთო საცხოვრებელში ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, სააღმზდელო დაწესებულებაში სკოლამდელ განათლებას 40-მდე ბავშვი იღებს.
გორის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს კეთილმოწყობილ გარემოში სკოლამდელი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.
0
0