
„საქართველოს დღევანდელი დამოუკიდებლობა ბრძოლითაა მოპოვებული და არა თავზე დაცემული მოულოდნელად, როგორც ეს მოხდა მაშინ, როდესაც არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. ხალხმა კი იბრძოლა რაც შეეძლო, მაგრამ ხელისუფლებამ არა, დღეს სულ სხვა ვითარებაა“- განაცხადა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა რადიო „სივრცის“ ეთერში.
მისი თქმით, ჩვენთვის თვითმყოფადობის, ეროვნულობის განცდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენს ერს, საზოგადობას, რეაქცია აქვს ეროვნულ თვითმყოფადობის ფასეულობებზე, ღირსებაზე, რაც შეურაცხყობს ქართველს, ის გამოიყვანს ქუჩაში. ეკონომიკური- არა.
ამ თვალსაზრისით, ყველა პროცესებში ვმონაწილეობდი, 80-ანი წლებიდან და პროტესტის საფუძველი არასდროს ყოფილა სოციალური პრობლემა. ქართველი სოციალურზე იმიტომ არ გამოდის, რომ არ ავნოს მის უფრო მნიშვნელოვან მიზანს, დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას. ქართველი ითმენს ძალიან ბევრ რამეს ხელისუფლებებისგან. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება. ბევრ რამეზე არ გამოთქვამს პროტესტს, რომ არ აღმოჩნდეს საზიანო სახელმწიფოებრიობის ინტერესისთვის."- თქვა ენათმეცნიერმა.
ავთანდილ არაბულის თქმით, შესაძლოა მომავალში ქართველი სოციალური მოტივითაც გამოვიდეს, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მას სისხლში აქვს.
„პრობლემები გროვდება, აკუმულირება ხდება და როგორც კი იქნება მშვიდობის გარანტია, ცხადია, ქართველი არანაკლებ მომთხოვნია კომფორტის. მას აქვს კულტურული ისტორია.
ქართველი მთავარს გამოხატავს- სისხლში გვაქვს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ევროპის რუკა რამდენჯერ შეიცვალა- ძირითადათ მშვიდობიანად. ჩეხეთი, იუგოსლავია, ახლა მოლდოდვა, რომელიც ნებაყოფლობით ამბობს უარს თავის დამოუკიდბლობზე, რაც ჩვენთვის ისტორიულად გაუგონარი ამბავია. ჩვენ ეს გვაქს სისხლში, ფარნავაზის დროიდან. ჩვენ ძალიან გამოვირჩეოდით ქრესტიანობამდე პერიოდშიც. ეროვნული ნიშნები ჩვენი ძალიან განსხვავებულია: ენა, კულტურა და ასევე ისტორიამ განაპირობა რომ ვიყავით მცირერიცხოვანი ერი და ეს არის ჩვენი თავდაცვის ინსტიქტი. პატარა ერებმა მეტად უნდა იბრძოლონ თვითმყოფადობისთვის. ჩვენ სულ გვიწევდა ბრძოლა დიდ იმპერიებთან და გვქონდა ეს ინსტიქტი. რუსეთის იმპერიაში ქართველი დაიცვა ენობრივმა იმუნიტეტმა. ჩვენი იდენტობა გავუთანაბრეთ ენობრივ დამოუკიდებლობას. ამ თავსაზრისით, დღეს ყველაზე უფრო დაკარგული გვაქვს ენობრივი იმუნიტეტი. „- „- განაცხადა ავთანდილ არაბულმა.
ავთანდილ არაბულის თქმით, ქართული ქრისტიანობა განსხვავებული ფენომენია და დამოკიდებულებაც განსხვავებულია.
„ქართული ქრისტიანობა განსხვავებული ფენომენია და დამოკიდებულებაც განსხვავებულია. ერთ- ერთი უძველესი მატარებლები ვართ ქრისტიანობის, რაც დიდი პატივი და ამავე დროს დიდი ტვირთია. ეს რჩეულობის გამოხატულებაა. შესაძლოა მოგეჩვვენოთ გაზვიადებულად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჰქონდა ყველას- სომეხსაც, რუსსსაც, რადგან ყალიბდებოდა ქრისტიანული ცნეტრების პაექრობის ნიადაგზე, რათა კონსტანტინოპოლისთვის გაეწიათ პაექრობა.“- განაცხადა ავთანდილ არაბულმა.
0
0