ავსტრიის კანცლერი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
A-
+A

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს რუსეთში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ დასავლური მედია ავსტრიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის წახალისებაა.
როგორც "ბიბისი" წერს, ის იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირადად შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.
"ხვალ შევხვდები ვლადიმერ პუტინს მოსკოვში. ჩვენ [ავსტრია] სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ვართ, მაგრამ გვაქვს მკაფიო პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით", - დაწერა ნეჰამერმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, შაბათს, 9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
0
0
335
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%