
ავსტრიამ ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ავსტრიაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. შესაბამისი ინფორმაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ეს დიპლომატები ახორციელებდნენ ქმედებას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია“, - განაცხადეს ავსტრიის საგარეოს საქმეთა სამინისტროში. ეს ფორმულირება იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც საუბარია დიპლომატების მუშაობაზე სპეცსამსახურების სასარგებლოდ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ ვენის გადაწყვეტილების საპასუხო ზომებს მიიღებს.
2023 წლის თებერვალში ავსტრიამ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა. ასევე რუსი დიპლომატების გაძევება ამ ქვეყნიდან 2022 წელსაც მოხდა.
0
0