
სუპერ მავნებლად მიჩნეული ტყის ქარცი ჭიანჭველები ადგილობრივი მცენარეებითა და ცხოველებით იკვებება, ამიტომ ისინი ეკოსისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს და სოფლის მეურნეობის ზარალს იწვევს. მათ ნაკბენები ასევე სასიკვდილოა ადამიანებისთვისაც.
ინვაზიური სახეობების საბჭოს (ISC) განცხადებით, აღნიშნული მწერის უჩვეულო ქცევა - წყლის ზედაპირზე მათ მიერ ფორმირებულ ბუდეებში ბინადრობა - იმის მტკიცებულებაა, რომ ავსტრალიაში "ტყის ქარცი ჭიანჭველების რაოდენობა იზრდება". საბჭო სამხრეთ-აღმოსავლეთ ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის მოსახლეობას მაღალ მზადყოფნაში ყოფნისკენ მოუწოდებს, რადგან ტყის ქარცი ჭიანჭველები, წყლის დინების მეშვეობით, ახალ ტერიტორიებზე მარტივად ვრცელდება.
ლერწმის ნათესებზე ჭიანჭველებმა უკვე დაახლოებით 700,000 ჰექტარი მიწა მოიცვა.
წითელი შეფერილობის ტყის ქარცი ჭიანჭველები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სამხრეთ ამერიკაში ბინადრობენ, ქუინსლენდში პირველად 2001 წელს აღმოაჩინეს. კვლავ უცნობია, როგორ შეაღწია ავსტრალიაში მწერმა, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, ისინი ქვეყანაში აშშ-დან კონტეინერების ტრანსპორტირებისას შევიდა.
ტყის ქარცი ჭიანჭველები ყველაზე ხშირად დაბინძურებული ნიადაგისა და ადამიანების მიერ ახალ ადგილებში შეტანილი მასალების მეშვეობით ვრცელდება. ფრთიან მდედრ ჭიანჭველებს ერთდროულად რამდენიმე კილომეტრზე ფრენა შეუძლია, თუმცა მათ ბევრად უფრო შორს მანძილზეც გაადგილდება, თუ ისინი ქარის ტრაექტორიებს მიყვებიან. ბიოუსაფრთხოების ორგანიზაციების თანახმად, ტყის ქარცი ჭიანჭველები შეიძლება ავსტრალიის ყველაზე მავნებელი მწერი გახდეს, რადგან ქვეყნის უნიკალური კლიმატი და ბუნებრივი მტაცებლების ნაკლებობა მათთვის "ხელსაყრელი ადგილია". ისინი შეიძლება დასახლდეს "მთელ კონტინენტზე, ექსტრემალურად ყველაზე ცივი ადგილების გარდა.“
ავსტრალიის მთავრობის ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტყის ქარცი ჭიანჭველები აშშ-ში, ჩინეთში, ტაივანში, იაპონიასა და ფილიპინებში გავრცელდა.
0
0