05/06/2023
12:38
მსოფლიო
“ავსტრალიის სასამრთლომ ქალი შეიწყალა მას შემდეგ, რაც ახალმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ მას თავისი ოთხი შვილი არ მოუკლავს. ქეთლინ ფოლბიგი ცნობილი იყო, როგორც "ავსტრალიის ყველაზე სერიული [შვილების] მკვლელი ქალი", - წერს BBC.
ქეთლინ ფოლბიგმა ციხეში 20 წელი გაატარა მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მან საკუთარი ორი ვაჟი და ორი გოგონა მოკლა. ახალი სამხრეთი უელსის (NSW) გენერალურმა პროკურატურამ 55 წლის წინანდელი საქმე ავსტრალიის მართლმსაჯულების ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად შეაფასა. ფოლბიგს, რომელიც თავს უდანაშაულოდ სცნობდა, 2003 წელს ოთხი ბავშვის მკვლელობისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თუმცა, ახალი მტკიცებულებების მიხედვით, ბავშვები ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილან. ისინი, 19 დღიდან 19 თვემდე ასაკში, ათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ.
ახალი სამხრეთი უელსის (NSW) გენერალური პროკურორის მაიკლ დეილის განცხადებით, გამოძიებამ თითოეულ მსჯავრთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი აღმოაჩინა და დასძინა, რომ "შეუძლებელია არ უთანაგრძნო" ფოლბიგს.
შედეგად, ქეთლინ ფოლბიგი ახალი სამხრეთ უელსის ციხიდან პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ათი წლით ადრე გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლო ამჟამად გამოძიების საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელიც ქეთლინ ფოლბიგის ნასამართლეობის სრულად გაუქმებას ითვალისწინებს.
0
0