მკვლევარების განცხადებით, კლიმატის ახალი მოდელირების მიხედვით, ხანგრძლივი და ფართოდ გავრცელებული გვალვები, ახლო მომავალში, ავსტრალიისთვის უკიდურესად მძიმე შედეგებს გამოიწვევს. გვალვა შესაძლოა ათწლეულები ან თუნდაც საუკუნეები გაგრძელდეს.
მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ ავსტრალიაში, მე-20 საუკუნის გვალვები, პრეინდუსტრიულ პერიოდებთან შედარებით, საშუალოდ უფრო ხანგრძლივი იყო.
ახალი დასკვნები შეესაბამება ავსტრალიელი ზოოლოგისა და გარემოსდამცველის ტიმ ფლანერის 2022 წლის გაფრთხილებას. მისი განცხადებით, გლობალურმა დათბობამ შეიძლება მწვავე გავლენა მოახდინოს ავსტრალიის საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე, რაც Covid-19-ზე მეტ კრიზისს გამოიწვევს. დასკვნები არ ითვალისწინებს კლიმატზე ადამიანის გავლენას და კლიმატის ცვლილების შედეგებს ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ.
„კლიმატის ცვლილება, ბუნებრივად წარმოქმნილ მეგაგვალვასთან ერთად, რომელიც შეიძლება 20 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, ნიშნავს, რომ უახლეს ისტორიაში, ავსტრალია ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მეგაგვალვები ავსტრალიის კლიმატის ბუნებრივი ვარიაციების ნაწილი იყო, მაგრამ ასეთი ექსტრემალური მოვლენის წინაპირობა, სავარაუდოდ, ადამიანის მიერ გამოწვეული ცვლილებები იყო. უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ იმისთვის, რომ, უახლოეს მომავალში, შეიძლება ათწლოვანი მეგაგვალვა დაფიქსრიდეს. ზოგადად, მეგაგვალვა ყოველ 150 ან 1000 წელიწადში ერთხელ არის“, - თქვა მკვლევარმა გეორგი ფალსტერმა.
0
0