18/10/2022
15:48
მსოფლიო
ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.
„ავსტრალიის ხელისუფლების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება ძირს უთხრის მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას,“ - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური კანბერა ისრაელის "ურყევ მეგობრად" რჩება, ხოლო ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
მანამდე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა ავსტრალიის გადაწყვეტილების გამო და ავსტრალიის ელჩი დაიბარა.
„იერუსალიმი ისრაელის მარადიული და ერთიანი დედაქალაქია და ამას ვერასდროს ვერაფერი შეცვლის,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია ისრაელსა და პალესტინას შორის.
0
0