-share.jpg)
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მარიზ პეინის განცხადებით, თანამშრომლები დროებით კიევიდან ლვოვის ოფისში გადაიყვანეს, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრით არის დაშორებული.
„ჩვენ ავსტრალიელებს ვურჩევთ დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა კომერციული გზით“, - თქვა პეინმა.
პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის თქმით, სიტუაცია "ძალიან სახიფათო ეტაპს აღწევს" და, რომ "რუსეთის ავტოკრატიული ცალმხრივი ქმედებები უკრაინის მუქარისა და დაშინების მიზნით არის სრულიად მიუღებელი".
პრემიერ-მინისტრმა ჩინეთს მოუწოდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ხმა ამოიღოს.
„ჩინეთის მთავრობა სიამოვნებით აკრიტიკებს ავსტრალიას... მაგრამ მაინც ჩუმად რჩება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ“, - თქვა მორისონმა პრესკონფერენციაზე.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025