12/10/2022
11:17
მსოფლიო
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანესის განცხადებით, მისი მთავრობა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინელი სამხედრო პერსონალის მომზადების საკითხს განიხილავს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ავსტრალიურ მედიას განუცხადა, ის ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის იმის შესახებ, თუ რა შემდგომი წვლილი შეიძლება შეიტანოს ავსტრალიამ უკრაინის სამხედრო ძალისხმევაში.
ზოგიერთი საინფორმაციო ორგანიზაციის მიხედვით, უკრაინაში ავსტრალიელი მწვრთნელები გაიგზავნებიან, ხოლო სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნები უკრაინის ტერიტორიაზე არ ჩატარდება.
„ეს მხოლოდ უკრაინის სუვერენული ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლა არ არის. მსოფლიო ერთიანია რუსული აგრესიისგან უკრაინის დასაცავად. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ევროპაში სახმელეთო ბრძოლები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ რუსეთი ისევ აგრძელებს აგრესიულ აქტებს. უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ჩვენ ნატოს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორი ვართ“, - განაცხადა ენტონი ალბანესმა.
ავსტრალიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ამ დრომდე 500 მილიონი ავსტრალიური დოლარი (314 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო.
0
0