
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანესის განცხადებით, მან ცოტა ხნის წინ მიმართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ აშშ-მა დაასრულოს WikiLeaks-ის დამფუძნებლისა და ავსტრალიის მოქალაქე ჯულიან ასანჟის დევნა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.
„ეს საკითხი პირადად დავაყენე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩემი პოზიცია ნათელია და ცხადი გახდა აშშ-ის ადმინისტრაციისთვის, დროა ეს საკითხი დასრულდეს. ის არის ავსტრალიის მოქალაქე, მე არ მაქვს სიმპათია ბატონი ასანჟის ქმედებების მიმართ მთელ რიგ საკითხებში“, - განუცხადა ალბანესმა ავსტრალიის პარლამენტს.
ალბანესს არ უთქვამს, განიხილა თუ არა ასანჟის საკითხი უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე, რომელიც კამბოჯის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ცნობისთვის, 47 წლის ჯულიან ასანჟიმ, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, სახელი გაითქვა, როგორც ორგანიზაცია WikiLeaks-ის დამფუძნებელმა მას შემდეგ, რაც 2010 წელს ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოქვეყნდა.
აშშ-ში ჯულიან ასანჟს სასამართლომ დაუსწრებლად 175 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ჯაშუშობა და აშშ-ის სამხედრო დოკუმენტების უკანონო გამოყენება ედება ბრალად, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას დიდი ზიანი მიაყენა.
წყარო: pia.ge
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025