27/07/2022
13:02
ეკონომიკა
ავიასაწვავის ჰაერიდან დამზადება ახლა უკვე შესაძლებელია.
მოსტოლესში, ესპანეთში წარმატებით მიიღეს ნავთი ღია ცის ქვეშ მომუშავე სისტემისგან, რომელიც აეროსაწვავის დასამზადებლად მხოლოდ მზის სინათლეს, ნახშიროჟანგს, და წყლის ორთქლს იყენებს. ახალი ტექნოლოგიით მიღებულმა ნავთმა შესაძლოა ჩაანაცვლოს ნავთობიდან მიღებული ავიასაწვავი და სათბურის აირების ემისიის დასტაბილურებაში წვლილი შეიტანოს, იტყობინებიან მკვლევრები გაზეთ Joule-ში.
მზისგან მიღებული ნავთის წვა ნახშირორჟანგს გამოყოფს, მაგრამ მხოლოდ იმდენს რამდენიც მის დასამზადებლად გამოიყენება, ამბობს ალდო შტაინფელდი, ინჟინერი ETH, ციურიხი-დან. “ეს საწვავს კარბონ-ნეიტრალურს ხდის, მითუმეტეს იმ შემთხევაში თუ პირდაპირ ჰაერიდან მოპოვებულ ნახშირორჟანგს გამოვიყენებთ.”
ნავთი ავიასაწვავის ერთ-ერთი სახეობაა, რაც ადამიანების მიერ გამოწვეული სათბურის აირების ემისიების 5%-ს შეადგენს. მისი მდგრადი ალტერნატივების პოვნა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით დიდ მანძილზე ფრენებისთვის, რადგან ნავთი ენერგიის დიდი წყაროა და მისი წვით მიღებული ენერგიის პროპორციულობა დამწვარ მასასთან ფინანსურად მეტად მომგებიანად მიიჩნევა - ეს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფიზიკის სპეციალისტმა ელენ შტეხელმა განმარტა.
2015 წელს, შტაინფელდმა და მისმა კოლეგებმა მზის სინათლისგან მიღებული საწვავი ლაბორატორიულ პირობებში დაამზადეს, მაგრამ მაშინ ამ პროცესის ერთ სისტემაში თავმოყრა და თან იგივე შედეგის საველე პირობებში მიღწევა ჯერ ვერავის მოეხერხებინა. ამისათვის შტაინფერლდის გუნდმა გარეთ 169 სარკე განალაგა, რათა 2500 მზისგან გამოცემული რადიაციის ეკვივალენტი აერეკლათ და 15 მეტრიან კოშკზე განთავსებული მზის რეაქტორისკენ მიემართათ. რეაქტორს მზის სინათლის შესაშვებად ფანჯარა, ნახშიროჟანგის მომწოდებელი მილები, წყლის ორთქლი, და ქიმიური რეაქციების კატალიზატორი ნივთიერება - ფოროვანი ცერიკ (ცერიუმის (IV)) ოქსიდი - აქვს.
მზის გამოსხივებით გაცხელებული ცერიკ ოქსიდი რეაქციაში შედის ნახშირორჟანგთან და წყლის ორთქლთან ერთად, რის შედეგადაც სინგაზი - წყალბადის აირისა და კარბონის მონოქსიდის ნარევი - წარმოიქმნება. სინგაზი შემდეგ კოშკის ქვემო ნაწილში ტრანსპორტირდება, სადაც ის ნავთად და სხვა ჰიდროკარბონებად გარდაიქმნება.
9 დღის განმავლობაში, რეაქტორმა გამოყენებული მზის ენერგიის 4%-სგან 5191 ლიტრი სინგაზი გამოიმუშავა.
“ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა,” თქვა შტეხელმა. ამის მიუხედავად, აუცილებელია სისტემის მუშაობის სიმძლავრის გაომჯობესება რათა ამ ტექნოლოგიის გამოყენება ინდუსტრიულ მასშტაბში გახდეს პერსპექტიული და შესაძლებელი. მაგალითად ბოინგი 747 ასაფრენად და საფრენი სიმაღლის მისაღწევად 19000 ლიტრ საწვავს წვავს. დანადგარის მიერ საშუალო გამოუყენებელი სითბოს დანაკარგის შემცირება და ცერიკ ოქსიდის სითბოს შეწოვადობის ამაღლება რეაქტორის მუშაობას 20%-ით გაზრდის, რაც მას პრაქტიკულ ვარგისიანობასაც შესძენს.
წყარო: ScienceNews
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0