21/09/2023
17:39
საზოგადოება
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანია „როსია“თბილისში ფრენებს მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან განახორციელებს. ვებგვერდის ცნობით, რეისები დღეში ორჯერ: 0.45 და 9.35 საათზე შესრულდება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
გარდა ამისა, „როსიას“ შეუძლია ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას 10:30 საათზე. როგორც შერემეტევოს აეროპორტის მონაცემებიდან ირკვევა, პირველი რეისი სავარაუდოდ 14 ოქტომბერს შესრულდება.
„ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ მიმართულებით (მოსკოვი-თბილისი - რედ.), ასევე სხვა მიმართულებებით“, - განუცხადეს RBC-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.
მედიასაშუალების ინფორმაციით, Rossiya Airlines არის ევროკავშირის შავ სიაში.
0
0