23/08/2023
23:43
მსოფლიო
ავიაკატასტროფა ტვერის რეგიონში. რაც აქამდეა ცნობილი - „რია ნოვოსტის“ მიხედვით
▪️საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაახლოებით 20:00 საათზე განაცხადა, რომ ტვერის რაიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, ბორტზე 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა;
▪️საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, ემბრაერის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მგზავრთა სიის მიხედვით, მათ შორის არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი;
▪️დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა. საქმე სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მივიდა;
▪️რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, „Embraer“ სოფელ კუჟენკინოსთან დაეცა;
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ეკუთვნოდა შპს MNT-Aero-ს, რომელიც სპეციალიზირებულია ბიზნეს ტრანსპორტირებაში, განაცხადეს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში. დეპარტამენტის კომისიამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
▪️დაწყებულია ფაქტობრივი მასალების შეგროვება ეკიპაჟის მომზადების, თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის, ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის, დისპეტჩერიზაციის სამსახურისა და სახმელეთო რადიოტექნიკის მუშაობაზე - განაცხადა საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ;
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე 8 დაღუპულის ცხედარი იპოვეს, განუცხადეს რია ნოვოსტის სასწრაფო დახმარების სამსახურმა;
▪️ავიაკატასტროფის სიტუაციაზე კონტროლი ტვერის რეგიონის გუბერნატორმა აიღო.
0
0