ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000–ს გადააჭარბა
A-
+A

ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადასცდა. ინფორმაციას თალიბანის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამასთან, თალიბანის კატასტროფების სამინისტროს სპიკერმა, მოლა ჯანან საიეყმა Reuters-ს უთხრა, რომ დაშავდა 9240 ადამიანი და დაზიანდა ან განადგურდა 1329 სახლი.
როგორც ჰერათის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს აცნობა, დაღუპულების ცხედრები საავადმყოფოებსა და სამხედრო შენობებშია გადანაწილებული. მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია.
7 ოქტომბერს დასავლეთ ავღანეთში, ქალაქ ჰერას ჩრდილო-დასავლეთით 35 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
0
0
361
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%