
ავღანეთში, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 250 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა. მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, კუნარში, პაკისტანის საზღვართან ახლოს, კვირას, ადგილობრივი დროით 23:47 საათზე მოხდა.
„მაშველები მთიანი პროვინციის რამდენიმე რაიონში მუშაობენ. ასობით დაშავებული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. მიწისძვრის ეპიცენტრი ნანგარჰარის პროვინციაში, ჯალალაბადთან ახლოს, 14 კმ სიღრმეზე იყო. ჯალალაბადი დედაქალაქ ქაბულიდან დაახლოებით 119 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, იმავე პროვინციაში მეორე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო. მოგვიანებით, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვლავ განმეორდა,“ - განაცხადა გერმანიის გეომეცნიერებების კვლევითმა ცენტრმა.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ სოფელში 30 ადამიანი დაიღუპა.
0
0