25/10/2021
10:49
მსოფლიო
„დასავლეთ ქაბულში, სიღარიბემ და შიმშილმა რვა ბავშვი იმსხვერპლა“, - წერს მოჰაკეკი ფეისბუქზე.
მოჰაკეკმა დასძინა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბებს არ შეუძლიათ ავღანეთის მოსახლეობისთვის ადეკვატური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას ავღანეთში მცხოვრები ჰაზარებისა და შიიტების დახმარებისკენ მოუწოდა.
თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ავღანეთში მცხოვრები უმცირესობები, მათი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის საფუძველზე, მიზანმიმართული მკვლელობების, ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია. შიიტური ისლამის მიმდევარი ჰაზარას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ავღანეთის მოსახლეობის 9%-ს შეადგენენ. უფლებადამცველთა ანგარიშების თანახმად, ისინი მოძრაობა „თალიბანის“ მიერ წარსულში სასტიკად იდევნებოდნენ.
0
0