15/07/2023
13:15
საზოგადოება
მსახიობ, გია ფერაძის ქალიშვილის, მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
მარიკუნა მიქატაძე წლების წინ ინტერვიუში „უცნობ“ დედას იხსენებდა, რომელიც მისი თქმით, წარმოსახვაში ჰყავდა და მისი ცხოვრების უხილავი და ძლიერი მფარველი იყო.
მარიკუნა მიქატაძე: „მგონია, რომ დედა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იქნებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ. ირინა სულ ახალგაზრდული იქნებოდა.
ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია, როდესაც დედას მამსგავსებენ. ძალიან მომწონს დედაჩემი.
როგორც მისი მეგობრები მეუბნებიან, ბოხი ხმის ტემბრით, ენერგეტიკით და სიარულის მანერით ძალიან ვგავარ. დადებითი მუხტის მატარებელი, პოზიტიური ადამიანი ყოფილა, მეგობრებს ძალიან ჰყვარებიათ. როდესაც მათთან ერთად ვარ, სულ მეუბნებიან, დედა, როგორ გვაგონებ ირინასო.
ირინას სამეგობროს აქვს ტრადიცია – დედას დაბადების, გარდაცვალების და ირინობას ადიან მის საფლავზე და მერე იქიდან მიდიან და კაფეში აღნიშნავენ. კიევში გადასვლამდე ამ ტრადიციის ნაწილი მეც მათთან ერთად ვიყავი.
საერთოდ ძალიან მსიამოვნებს დედის მეგობრებთან ერთად ურთიერთობა. მათი მონათხრობიდან უფრო კარგად აღვიქვამ და წარმოსახვაში ვადგენ დედის სახებას, როგორი შეიძლება ყოფილიყო. ამ მონათხრობებიდან, ვიცი, როგორიც იქნებოდა…
დღეს ადრე ავედი დედის საფლავზე და მისი მეგობრები ვერ ვნახე. იასამნები უყვარდა და ირინობას იასამნებით ავდივარ. ისე თეთრი ვარდები მიმაქვს ხოლმე.“ - ამბობდა მარიკუნა მიქატაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა მიქატაძე საბერძნეთში გუშინ გარდაიცვალა.
0
0