08/05/2023
15:37
მსოფლიო
რუსეთმა მოსახლეობას მოუწოდა, დაეტოვებინათ 18 დასახლება ზაპოროჟიეს რეგიონში, მათ შორის - ენერგოდარი, რომელიც ატომური ქარხნის მახლობლად მდებარეობს.
IAEA-ს ექსპერტებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია ახლომდებარე ქალაქ ენერგოდარიდან — სადაც ქარხნის თანამშრომლების უმეტესობა ცხოვრობს.
რუსეთის მიერ დაყენებულმა რეგიონალურმა ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებზე მტერმა დაბომბვა გააძლიერა".
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ატომური სადგურის მახლობლად მცხოვრებთა ევაკუაცია მიუთითებს ქარხნის ირგვლივ რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის მძიმე ბრძოლების შესაძლებლობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სადგურის რეაქტორები ელექტროენერგიას არ აწარმოებენ, ისინი მაინც დატვირთული არიან ბირთვული მასალით, დასძინა მან.IAEA აცხადებს, რომ სიტუაცია ზაპოროჟიეს სადგურზე "უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება".
0
0