
კალიფორნიის ქალაქ გარდენ გროვში, 5 წლის ჯეიკობ რამირესმა ავარიის შედეგად, ტვინის ტრავმული დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც მას და ოჯახის წევრებს ავტომობილი დაეჯახათ.
ბიჭის მშობლები, ანგელ რამირესი და ანჯელა ერნანდეს-მეხია 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ველოსიპედით მგზავრობდნენ, როდესაც ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
როგორც DailyMail-ი წერს, ოჯახის ყველა წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამა და ერთ-ერთი ქალიშვილი ჯიანა კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა ჯეიკობს ტვინის ბოლო სკანირება ჩაუტარეს, თუმცა მისი ამუშავება ვერ შეძლეს.
„პოლიციამ 29 წლის ჩეფერინო ასენსიონ რამოსი დააკავა და საგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალი წაუყენა. მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა თითქმის სამჯერ აღემატება დასაშვებ ზღვარს,“ - განაცხადა ორანჯის ოლქის პროკურატურამ.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026