ნიგერიაში, საწვავის ტანკერი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 48 ადამიანი დაიღუპა. ნიგერიის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი ნიგერიის ცენტრალურ შტატში მოხდა, როდესაც სატვირთო მანქანას მგზავრები და პირუტყვი გადაჰყავდა. ავარიის დროს ორივე მანქანა აფეთქდა.
შემთხვევის ადგილზე სიტუაციის სამართავად სწრაფი რეაგირების ჯგუფები გაგზავნეს. აფეთქების დროს სხვა ავტომობილებიც დაზიანდა. ინციდენტის შემდეგ საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბრისას, სასწრაფო დახმარების მუშაკმა აღნიშნა, რომ „მაშველებს ცხედრები, ასევე მკვდარი ცხოველები გამოჰყავთ, რომლებიც ჯერ კიდევ სატვირთო მანქანაში იმყოფებიან.“
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახების მიუსამძიმრა.
ნიგერიაში, საწვავის ტანკერების აფეთქება და ავარია ხშირია, რასაც, ნაწილობრივ, უხარისხო საგზაო პირობები იწვევს.
0
0