
"აუცილებელია რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესაძლებელი იყოს გარკვეული დაზარლებულების მოსმენა ისეთ ფორმატშიც, რომ ადამიანს ჰქონდეს დაცულობის განცდა, დაფარული სახე და შეცვლილი ხმა, რათა არ შეექმნათ საფრთხე არც მათ და არც მათი ოჯახის წევრებს" - ამის შესახებ იურისტი და ექსპერტი, კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიაზე წერს.
მისი თქმით, კარგი იქნება ისეთი სივრცის (სპეციალური ოთახის) გამოყოფა პარლამენტის შენობის გარეთ, რომლის მისამართი არ იქნება ცნობილი და იქედან მოხდება პირდაპირი ჩართვა შეცვლილი ხმით და დაბლარული გამოსახულებით, რომ დაცულობის გარანტიით უფრო მეტი გავიგოთ ამ ადამინებისგან:
"საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მოსმენილი ფაქტები, დამეთანხმებით ემოციურად ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე გადაიტანეს უმძიმესი ტრაგედია და ჩვენ ვალდებულნი ვართ შევუქმნათ მათ ისეთი გარემო და პირობები რომ ეს ტრაგედია არ განახლდეს და ხელახლა არ განმეორდეს. ჩემი აზრით, რადგან მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მიმდინარეობს აღნიშნული სხდომების პირდაპირი ტრანსლირება და ზოგი დაზარალებული თანახმაა ამ ფორმატაში მიიღოს მონაწილეობა, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ გარკვეული კატეგორია დაზარალებული ადამიანების, გადატანილი უმძიმესი ტრაგედიიის მიუხედავად არ იქნებიან თანახმა და თავს შეიკავებენ სხდომაზე ღიად, პირდაპირ ეთერში, ისაუბრონ მათ მიმართ განხირციელებული დანაშაულის შესახებ, აქვე გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები შესაძლებელია გახდნენ თავდასხმისა და შევიწროების მსხვერპლნი, როგორც სოციალურ ქსელებში ისე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ასევე, შესაძლებელია, შესაძლო დანაშაულის დამალვის მიზნით, სანამ საგამოძიებო კომისიის მასალები გადაიგზავნება პროკურატურაში და დაიწყება გამოძიება, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ამ ადამიანების მიმართ, სავარაუდო დანმაშავე პირების მხრიდან განხორციელდეს ფიზიკური ანგარიშსწორება (სამწუხაროდ საზოგადოებისთვის არის არაერთი მაგალითი ცნობილი სადაც განხორციელდა სიცოცხლის ხელყოფა სავარაუდო დამნაშავის მხრიდან დანაშაულის დაფარვის მიზნით). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მომხდარი დანაშაული შეეხებოდეს პირად ცხოვრებას შესაბამისი ინტიმური დეტალებით (სექსუალური ძალმომრეობითი მოქმედება ან გაუპატიურება), რომლის ღიად გახმაურება დაზარალებულს არ სურდეს, ამიტომ ეფექტურობის გაზრდისა და იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ დაზარალებულ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება დაცულად ისაუბრონ მათ თავს გადატანილ ტრაგედიაზე და უსამართლობაზე. აუცილებელია რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესაძლებელი იყოს გარკვეული დაზარლებულების მოსმენა ისეთ ფორმატშიც, რომ ადამიანს ჰქონდეს დაცულობის განცდა, დაფარული სახე და შეცვლილი ხმა, რათა არ შეექმნათ საფრთხე არც მათ და არც მათი ოჯახის წევრებს. კარგი იქნება ისეთი სივრცის (სპეციალური ოთახის) გამოყოფა პარლამენტის შენობის გარეთ, რომლის მისამართი არ იქნება ცნობილი და იქედან მოხდება პირდაპირი ჩართვა შეცვლილი ხმით და დაბლარული გამოსახულებით, რომ დაცულობის გარანტიით უფრო მეტი გავიგოთ ამ ადამინებისგან, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილე პირები ზოგიერთი სავარაუდო დამნაშავეებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან." - წერს კახა კახიშვილი
0
0