18/03/2023
17:39
პოლიტიკა
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, თსუ-ის აუდიტორიაში მომხდარი პროვოკაციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ გარეთ გამოსულ სტუდენტებსა და პროვოკატორებს შორის მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
„თსუ-ს აუდიტორიიდან გარეთ გამოსულ სტუდენტებს პროვოკატორმა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პროვოკატორსა და სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა“, - წერს აბაშიძე facebook - ზე.
პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს, პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია, თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.
სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუქ პოსტით დაადასტურა გიორგი მუმლაძემაც. თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს.
პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა.
0
0