25/11/2021
12:53
მსოფლიო
“აუცრელი ადამიანები კორონავირუსის მთავარი გამავრცელებლები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ვაქცინაციის უფლება აქვს, ამ შესაძლებლობით ისარგებლოს და და ვაქცინაციის სრული ციკლი აუცილებლად გაიაროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, როგორიცაა 60 წლის ასაკის ადამიანები და ხანდაზმულები, ასევე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები”, – აცხადებენ ბიუროში.
ბიუროში აღნიშნეს, რომ სულ უფრო მეტი კვლევა მრავალი პრევენციული ღონისძიების ეფექტურობას აჩვენებს. კერძოდ, პირბადეების ტარება და შენობების ვენტილაცია თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა ზომებთან ერთად გამოყენებისას, მათი ეფექტი საგრძნობლად ძლიერდება.
“ყველა პრევენციული ღონისძიების გამოყენება – პირბადეების გამოყენება, ხელის ჰიგიენა და სასუნთქი გზების ჰიგიენა, ფიზიკური დისტანცია, ადეკვატური ვენტილაცია შენობაში, ტესტირება, კონტაქტის მიკვლევა, კარანტინი, იზოლაცია და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სხვა ზომები ვირუსისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს”, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ ბიუროში.
0
0