
საქართველოდან აფხაზეთში ცხოველებისა და ფრინველის უკანონო იმპორტი უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსმა რომან ჯოპუამ რადიო Sputnik-ს განუცხადა.
მისი თქმით, ეს საფრთხილოა ცხოველებში სხვადასხვა დაავადების გავრცელებით.
„ადამიანს არ შეუძლია სრულად აღკვეთოს ვირუსული ინფექციების შემოღწევა, მაგრამ ამავდროულად, რისკები შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? არ უნდა შემოივიდეს ცხოველები საქართველოდან. ამ ცხოველების შემოყვანა ხდება არალეგალურად და ეს უნდა შეწყდეს. მათთან ერთად, შეიძლება, სერიოზული დაავადებებიც შემოვიდეს. საქართველო უკავშირდება მთელ სამყაროს და ცხოველთა სხვადასხვა ინფექციამ იქ შეიძლება ადვილად შეაღწიოს“ - განაცხადა ჯოპუამ.
ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დაავადება, რომელიც შეიძლება „რესპუბლიკაში“ მოხვდეს, ვეტერინარის თქმით, წვრილფეხა საქონლის ჭირია. მისივე თქმით, ამან გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს ადგილობრივ მეცხოველეობას, ვინც თხასა და ცხვარს ინახავს.
ამასთან, რომან ჯოპუამ აღნიშნა, რომ ერთი ვეტერინარული სამსახურის დახმარებით საქართველოსთან სასაზღვრო ხაზზე ვითარების კონტროლი რთულია. დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დრომდე მხოლოდ ერთ-ერთ საგუშაგოზე მსახურობენ.
0
0