04/08/2023
18:21
საზოგადოება
ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მოცემულობის, გეოგრაფიის და რელიეფის გათვალისწინებით აუცილებელია საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი გამოეყოს უწყებრივ მონსტრს - შსს-ს და ჩამოყალიბდეს ცალკე სამინისტროდ, სერიოზული, ადეკვატური ბიუჯეტით და მოქნილი მენეჯმენტით.- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"ფაქტია რომ ვერც ერთ სტიქიას შსს-მ ამ წლების მანძილზე პრევენციის, ადეკვატური მართვის და ტექნიკური აღჭურვის სახით თავი ვერ გაართვა. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მოცემულობის, გეოგრაფიის და რელიეფის გათვალისწინებით აუცილებელია საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი გამოეყოს უწყებრივ მონსტრს - შსს-ს და ჩამოყალიბდეს ცალკე სამინისტროდ, სერიოზული, ადეკვატური ბიუჯეტით და მოქნილი მენეჯმენტით. მარტო მაშველების გმირობის იმედად ვართ ეს პერიოდია და ცნობილი ფაქტია გმირობები სადაც საჭიროა იქ ლოჯისტიკა და მართვაა მოშლილი" - წერს ალეკო ელისაშვილი.
0
0