აწი, თუ გინდა ჰააგაში იჩივლე, ჯაგლაგი ფერდი არ ამოიგდო! - თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლო დავა მოუგო
A-
+A

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლო დავა მოუგო. ამ საკითხზე ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში წერს, სადაც მხარე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო
"რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ თითქოს, 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა "დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის "საწყალი ბიჭები" - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი კრიმინალები, რომლებზეც მე და ჩემმა ოჯახმა მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?! ტყუილი ყოფილა, დიახ." - ამის შესახებ თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პირი და თქვა: "ააა", რაზეც სასამართლომ საკადრისი პასუხი გასცა.
რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ თითქოს, 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა "დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის "საწყალი ბიჭები" - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი კრიმინალები, რომლებზეც მე და ჩემმა ოჯახმა მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?! ტყუილი ყოფილა, დიახ.ნანული იმდენად ჩიტისტვინაა, რომ ერთი "დახვრეტილის" არც თუ ისე ძველი საგაზეთო ინტერვიუ მოიტანა მტკიცებულებად - ნახეთ, რა სასტიკი მოსამართლე იყო ავთანდილ წულუკიანი, გიორგობის დღეს გამომიტანა განაჩენიო. "დახვრეტილები" ინტერვიუებს იძლევიან.... გიორგობის დღე როდის გამოცხადდა უქმე დღედ, მაცნეში მაინც ჩაიხედე, გოგო!ყველა განაჩენი მაქვს ხელზე და ერთი კრუტუნი არ გავიგო! ნუ მაიძულებთ, ყველა საქმის ფაბულა გამოვაქვეყნო გვარებით და სახელებით, ვის რა აქვს ჩადენილი. ცოცხლები ხართ, ზოგიერთი ცენტრალურ საჯარო სამსახურებში მუშაობთ, ზოგიც - თბილისის მუნიციპალურში, და თქვენს ოჯახებს ვცემ პატივს! ალბათ, არც კი იციან თქვენი წარსულის შესახებ! და პატივს ვცემ, ასევე, თქვენ მიერ მოკლული და, ზოგჯერ, დახერხილი ადამიანების ოჯახების ტკივილს! ყველას აქვს უფლება, მოინანიოს. ჰოდა, მოინანიეთ, მათ შორის, იმ ერთმა ენაწყლიანმა - გიორგობის დღესასწაულზე!!! მთელი გულით გისურვებთ სიმშვიდეს!ასევე, გირგვლიანის მკვლელი, ბინძური მელნიკოვის ბინძურმა საყვარლებმა შეიკავეთ თავი ცრუ ინტერვიუების მიცემისაგან, თორემ... თორემ... თორემ გიყიდით ვარსკვლავებიან ნიფხავს!(სიტყვა "ნიფხავი" - იხ. ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი, 2011 წ.).მადლობას ვეუბნები სასამართლოს და ჩემს ადვოკატს, 2010 წლიდან თანამებრძოლს, შესანიშნავ ქალბატონს, ნათელა თოფურიას!
აწი, თუ გინდა ჰააგაში იჩივლე, ჯაგლაგი ფერდი არ ამოიგდო!" - წერს წულუკიანი
0
0
279
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%