
აუქციონის სახლის Sotheby's-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, ათი მცნების წარწერიანი უძველესი მარმარილოს ფილა გაიყიდება, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 300-800 წლებით თარიღდება.
,,18 დეკემბერს, აუქციონზე 52-კილოგრამიანი მარმარილოს ფილა გაიყიდება, რომელზეც პალეო-ებრაულად ნაწერი მცნებებია გამოსახული. ფილა, 1913 წელს, ისრაელის სამხრეთ სანაპიროზე რკინიგზის გათხრების დროს აღმოაჩინეს. თავდაპირველად, ის არ იყო აღიარებული, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი არტეფაქტი. 1943 წლამდე, ფილა ადგილობრივ სახლში მოსაპირკეთებელ ქვად გამოიყენებოდა, შემდეგ ის მეცნიერს მიჰყიდეს, რომელმაც მისი მნიშვნელობა გაიაზრა,“ - განაცხადა Sotheby's-მა.
ფილაზე დაწერილი ტექსტი შეესაბამება ბიბლიურ მუხლებს, თუმცა გამოტოვებულია მესამე მცნება, რომლის თანახმად, უფლის ამაოდ ხსენება დაუშვებელია. ფილის წარწერაზე ასევე ნახსენებია გერიზიმის მთა, რომელსაც იესომ უწოდა მთა, სადაც ,,ჩვენი მამები ღმერთს თაყვანს სცემდნენ.“
Sotheby's-ის შეფასებით, მარმარილოს ფილა აუქციონზე 1-2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდება.
0
0