
ძლიერმა თოვლმა და ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ საბერძნეთის დედაქალაქში სკოლების და მაღაზიების დახურვა გამოიწვია, სამთავრობო სამსახური და ბიზნესის დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაოზე გადავიდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
შტორმ „ბარბარას“ გამო მოძრაობა შეჩერებულია ათენის ზოგიერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ასევე საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრალურ საბერძნეთთან დამაკავშირებელ ეროვნულ მაგისტრალზე.
ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ზოგიერთი მეტროსადგური დაიკეტა, ხოლო სარკინიგზო მიმოსვლა სალონიკთან ქვეყნის ჩრდილოეთით შეჩერდა.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავი აარიდონ მოგზაურობებს, გარდა აუცილებელი საჭიროებისა.
მოსალოდნელია, რომ მსგავსი ამინდი სამშაბათამდე გაგრძელდეს.
ძლიერი თოვლი საბერძნეთის დედაქალაქში იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ქვეყანაში ექსტრემალური ამინდი უკვე მესამე ზამთარია გრძელდება.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025