
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, დედამიწის ატმოსფეროს მცირე ზომის ასტეროიდი დაეჯახა, რომელმაც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონში, იაკუტიაში [ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში], სანახაობრივი ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა.
ასტრონომებმა ასტეროიდი დაახლოებით 12 საათით ადრე შენიშნეს, სანამ ის დედამიწის ატმოსფეროში დაიწვებოდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ასტეროიდის ზომა 70 სმ იყო.
როგორც სახას რესპუბლიკის [იაკუტიის] საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, ასტეროიდის მოახლოებისას ყველა ოფიციალური ორგანო მზადყოფნაში იყო, თუმცა მისი დაშვების შედეგად რაიმე ზიანი არ დაფიქსირებულა.
„ოლეკმინსკისა და ლენსკის ოლქების მაცხოვრებლებმა ღამით ცაზე კომეტა და მოციმციმე კუდის ფორმის ფიგურა დაინახეს. მსოფლიო მასშტაბით, ასტრონომების დაკვირვების შედეგად, ჩვენმა განგაშის სისტემამ ასტეროიდის ზემოქმედების პროგნოზირება +/- 10 წამში შეძლო“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
0
0