
ასტრონომებმა მზის სისტემაში დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც, როგორც ჩანს, სიცოცხლის შენარჩუნების ერთ-ერთი უნიკალური კრიტერიუმი აქვს - მაგნიტური ველი (YZ Ceti b).
ახლა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახლადაღმოჩენილი კლდოვანი პლანეტა დედამიწის ზომისაა და ის დედამიწიდან დაახლოებით 12 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.
„მაგნიტური ველები უხილავია, ამიტომ რთულია იმის დადგენა, რეალურად აქვს თუ არა შორეულ პლანეტას ასეთი ველი,“ თქვა აშშ-ის ბაკნელის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯეკი ვილადსენმა.
ექსპერტების თქმით, თუ ისინი მაგნიტური ველის არსებობის გარკვევას შეძლებენ, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება პოტენციურად სიცოცხლისუნარიანი ან საცხოვრებლად ხელსაყრელი პლანეტების საძიებლად.
„ეს კვლევა აჩვენებს, რომ ამ კონკრეტულ კლდოვან ეგზოპლანეტას, სავარაუდოდ, მაგნიტური ველი აქვს და, ამავდროულად, შესაძლებელია პერსპექტიული მეთოდის შემუშავება უფრო მეტი ასეთი პლანეტის აღმოსაჩენად“, - დასძინა ჯეკი ვილადსენმა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს რადიოტალღები, რომლებიც, მათი თეორიის მიხედვით, წარმოიქმნება პლანეტის მაგნიტურ ველსა და მის ორბიტაზე მყოფ ვარსკვლავს შორის ურთიერთქმედების შედეგად.
0
0