02/11/2022
11:31
სხვადასხვა
ასტრონომებმა, ჩილეს Cerro Tololo ობსერვატორიის დახმარებით, ყველაზე დიდი პოტენციურად საშიში ასტეროიდი (AP7) აღმოაჩინეს, რომელიც მზის შუქზე იმალებოდა.
ასტეროიდი დედამიწასთან და ვენერასთან ახლოსაა და მისი სიგანეა 1,5 კმ. ასტრონომების შეფასებით, ამ ზომის ასტეროიდი პოტენციურად საშიში ობიექტია, რომელმაც დედამიწას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ის დედამიწის ორბიტას კვეთს, მაგრამ ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არის: ექსპერტები ამბობენ, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შესაძლო შეჯახება რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში არ მოხდება.
მეცნიერებმა კიდევ ორი ასტეროიდი, 2021 LJ4 და 2021 PH27, აღმოაჩინეს, რომლებიც გაცილებით უსაფრთხო ორბიტაზეა და დედამიწისთვის საშიში არ არის.
„მზის შიდა სისტემაში ასტეროიდების პოვნა რთულია მზის კაშკაშა ფონის გამო. დღემდე აღმოჩენილია მხოლოდ 25-მდე ასტეროიდი, რომლებიც მიეკუთვნებიან დედამიწისა და ვენერას ორბიტებში შემავალ ჯგუფს,“ - თქვა კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის დედამიწისა და პლანეტების შემსწავლელი ლაბორატორიის ერთ-ერთმა მკვლევარმა, სკოტ შეპარდმა.
0
0