31/07/2023
08:33
საზოგადოება
ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ.
პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
ამ წუთებში, ნავსადგურის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილეზებულნი.
საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას. აქციაზე ისმის შეხახილები, სტვენა, გაშალეს სხვადასხვა ბანერი.
ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, „ნაციონალური მოძარობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.
0
0