31/10/2023
15:26
მსოფლიო
მცნიერებისთვის გაურკვეველი დარჩა, 66 მილიონი წლის წინ ზუსტად როგორ განვითარდა დედამიწაზე დინოზავრების სახეობების 75%-ის მასობრივი გადაშენების პროცესი.
წინა კვლევების მიხედვით, ახლანდელი მექსიკის სანაპიროზე ასტეროიდის დარტყმის დროს გამოყოფილმა გოგირდმა 180 კმ სიგანის ჩიქსულუბის კრატერი წარმოქმნა, ხოლო ტყის ხანძრების ჭვარტლმა გლობალური ტემპერატურის დაცემა გამოიწვია.
თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ქანებისგან წარმოქმნილმა წვრილმა მტვერმა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს შეერია, სავარაუდოდ, უფრო დიდი როლი შეასრულა იმ მხრივ, რომ ამ მტვრის გამო მზის სინათლე მცენარეებამდე ვერ აღწევდა. მცენარეებმა თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ფოტოსინთეზის, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესის, განხორციელება.
„ფოტოსინთეზის პროცესის შეწყვეტა თითქმის ორი წლის განმავლობაში ქმნიდა მძიმე გამოწვევებს (სიცოცხლისთვის). განადგურდა საკვები ქსელი და შეიქმნა ცხოველების გადაშენების ჯაჭვური რეაქცია,“ - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ბერკ სენელმა.
ასტეროიდის დარტყმის შემდეგ გლობალური კლიმატის სიმულაციის მიზნით, მეცნიერებმა ახალი კომპიუტერული მოდელი შეიმუშავეს. მოდელი ეფუძნებოდა დროის იმ მომენტში დედამიწის კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ასევე ჩრდილოეთ დაკოტაში ტანისის გათხრების ადგილზე ნალექის ნიმუშებიდან აღებულ ახალ მონაცემებს. ადგილზე აღმოჩენილი თევზის ნამარხი აჩვენებს, რომ ასტეროიდი მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულს გაზაფხულზე დაეჯახა. იქ აღმოჩენილი სხვა ნამარხებიც ადასტურებს, თუ როგორ განვითარდა ეს კატასტროფული მომენტი თავისი უპრეცედენტო დეტალებით.
გათხრების ადგილიდან აღებული ნიმუში შეიცავდა სილიკატური მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც დედამიწაზე დაბრუნებამდე ატმოსფეროში ამოფრქვეული ქანების ნაწილაკებად იყო შერეული. მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ასტეროიდის დარტყმის შემდეგ ეს წვრილი მტვერი ატმოსფეროში შეიძლება 15 წლის მანძილზე დარჩა. მკვლევარების ვარაუდით, გლობალური კლიმატი შესაძლოა 15 გრადუსით გაცივდა.
„[ასტეროიდის ზემოქმედებიდან] რამდენიმე კვირაში ან თვეში პლანეტაზე ფოტოსინთეზის პროცესი გლობალურად შეწყდა. ორი წლის შემდეგ, ისევ დაიწყო აღდგენა. ახალმა კომპიუტერულმა მოდელმა გამოავლინა, რომ ფოტოსინთეზის შეწყვეტა - პროცესი, რომლის დროსაც მცენარეები მზის სინათლეს, წყალს და ნახშირორჟანგს ენერგიისა და ჟანგბადის წარმოებისთვის იყენებენ - პირდაპირ კავშირში იყო ატმოსფეროში გამოდევნილ წვრილ მტვერთან, რომელიც „ბლოკავს“ მზეს,“ - თქვა სენელმა.
პალეონტოლოგმა ალფიო ალესანდრო ჩიარენსამ თქვა, რომ კვლევამ ხელი შეუწყო დინოზავრების მასობრივი გადაშენების მოვლენის ირგვლივ არსებული ზოგიერთი საიდუმლოს ამოხსნას.
„ამ ნაშრომის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის უფრო ზუსტად ასახავს ასტეროიდის შეჯახების ადგილიდან გამოდევნილი წვრილი მტვრის კომპონენტის შემადგენლობას, თვისებებსა და ხანგამძლეობას“, - აღნიშნა ჩიარენსამ.
0
0