
ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყუდაბელის შემდეგ, ბრუცელოზის შემთხვევები მეზობელ სოფელ ორგორაშიც გავრცელდა. დაავადება აქ 20–მდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს დაუდასტურდა.
„სურსათის უვნებლობამ წაიღო სისხლი ნიმუშები და ბრუცელოზი15 სულ ძროხას და 3 სულ ცხვარს დაუდგინდა. მეტი შემთხვევა არ არის. დაავადებული პირუტყვი დროულად გაიყვანეს და გაყიდეს“,–ამბობს სოფლის დეპუტატი, გივი ჩოხელი.
მისივე თქმით, საყუდაბლისგან განსხვავებით, დაავადების ადამიანზე გავრცელების ფაქტები ორგორაში არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ რამდნიმე დღის წინ, საყუდაბელში, ბრუცელოზის დადასტურების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დაავადება პირუტყვიდან 12 ადამიანს გადაედო.
ცნობისთვის, ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციურ–ალერგიული დაავადებაა. ადამიანზე დაავადება გადადის ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებით, ასევე ავადმყოფი ცხოველის დაკვლის და მისი ტანხორცის, ტყავის, მატყლის დამუშავებისას. ბრუცელოზით დაავადებული ადამიანი არ წარმოადგენს ინფექციის გადადების წყაროს.
დაავადებული ცხოველი სასაკლაოზე, ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ უნდა დაიკლას.
წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”
0
0