
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეუერთდა კომპანია „ფაიერ ფოინთის“ სამეთვალყურეო საბჭოს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ბიზნეს პარტნიორსა და კორუფციაში ბრალდებულ ტიმურ მინდიჩს უკავშირებენ.
როგორც „ასოშიეთედ პრესი“ იუწყება, კომპანია „ფაიერ ფოინთი“ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებაზე და აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
„ასოშიეთედ პრესი“ წერს, რომ „ფაიერ ფოინთი“ დანიაში აშენებს ახალ ქარხანას, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს, ასევე ფრთოსანი რაკეტების გამოშვებასაც გეგმავს. ამასთან, სააგენტოს ცნობით, კომპანიის სწრაფ წინსვლას ყურადღებით აკვირდებოდნენ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ატარებს გამოძიებას, რომლის მიზანია, დადგინდეს, კომპანია ხელოვნურად ხომ არ ზრდიდა ფასებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ კონტრაქტებში. გამომძიებლების ყურადღება მიიქცია კომპანიის გაუმჭვირვალე სტრუქტურამ და შესაძლო კავშირებმა ტიმურ მინდიჩთან. მინდიჩი უკრაინის ბიზნესპარტნიორია, რომელიც ასევე ფიგურირებს უკრაინის ენერგეტიკულ სფეროში თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში. კომპანიის წარმომადგენლები უარყოფენ კავშირს მინდიჩთან და აცხადებენ, აპირებენ, ჩაატარონ დამოუკიდებელი აუდიტი, რათა ყველა ბრალდება უარყონ.
0
0
ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა
17/11/2025