
„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია 30-მდე ქვეყნიდან ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს. როგორც სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სულ მცირე, 29 ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა იანვარში იწურება.
„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, საუბარია იმ დიპლომატებზე, რომლებმაც თანამდებობები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში დაიკავეს.
ყველაზე მეტი ელჩს გაიწვევენ აფრიკული ქვეყნებიდან, სადაც შესაბამისი შეტყობინება 13 ქვეყენაში მიიღეს. მათ შორის არის ბურუნდი, კამერუნი, კაბო ვერდე, გაბონი, მადაგასკარი, რუანდა, ნიგერია, სენეგალი და სხვა.
აზიაში იმ ქვეყნების რიცხვი, საიდანაც ამერიკელ დიპლომატებს სამშობლოში დააბრუნებენ, ექვსია. მათ შორის არის ვიეტნამი და ფილიპინები.
ახლო აღმოსავლეთ რეგიონში შესაბამისი ცნობა მიიღეს ალჟირსა და ეგვიპტეში მომუშავე მაღალჩინოსანმა დიპლომატებმა.
ევროპაში კი ამერიკელ ელჩებსა და მაღალი რანგის დიპლომატებს გაიწვევენ ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მონტენეგროდან, სლოვაკეთიდან და სომხეთიდან.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, სახელმწიფო დეპრატამენტი ამ დიპლომატებს, ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში სხვა თანამდებობების დაკავებას შესთავაზებს.
0
0