30/10/2023
16:21
მსოფლიო
„ასობით პაციენტი ღაზას ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებშია ჩარჩენილი და სამხრეთით ფიზიკურად ვერ გადაადგილდება,“ - განაცხადა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა თომ უაითმა.
თომ უაითის თქმით, ექიმები და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ პაციენტების გადაყვანას საავადმყოფოებიდან, როგორიცაა ალ-ქუდსი ჩრდილოეთ ღაზაში. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელმა მათ განუცხადა, რომ 29 ოქტომბერს საავადმყოფოს ევაკუაცია მოახდინეს, რადგან საჰაერო თავდასხმები იმავე ტერიტორიაზე გაგრძელდება.
”ჩრდილოეთ ღაზაში, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მიერ სკოლებსა და საავადმყოფოებში უზრუნველყოფილ თავშესაფარს ბევრი ადამიანი ეძებს. მიმდინარე კვირაში ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიმყოფებოდი და იქ ასობით პაციენტია, რომელთა ფიზიკურად გადაადგილება ან ტრანსპორტირება შეუძლებელია.
ხალხი მშიერ-მწყურვალია და ომით ძალიან შეშინებულია. ბევრი მხოლოდ პურის ნაჭრებით იკვებება და კონსერვებით, რომლებსაც, როდესაც ვახერხებთ, მაშინ ვუგზავნით," - თქვა უაითმა.
0
0