
ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო თბილისში პირად facebook გვერდზე აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში შესაძლებლობის ფარგლებში გაგრძელდება.
კონკრეტულად საელჩოს სერვისებისა და სამუშაო სტატუსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ინფორმაციით, ე.წ შათდაუნის გამო, შესაძლოა, 750 000-მდე ფედერალურ თანამშრომელს შვებულებაში გასვლა ან უხელფასოდ მუშაობა მოუწიოს.
ამასთან, უცხოური მედია წერს, რომ აშშ-ის მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერება ასობით ათას ადამიანზე მოახდენს გავლენას.
0
0