15/02/2022
15:50
პოლიტიკა
„როგორც ყველა, ჩვენც ანგარიშვალდებულები ვართ დეკლარაცია ჩავაბაროთ. ვფიქრობ, პროკურორებიც ანგარიშვალდებულები არიან, რომ საკუთარი ქონების წარმომავლობა აჩვენონ. კორუფციაში ჩაფლულმა პროკურორებმა არ შეიძლება გაასამართლონ გაფლანგვაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მინდა, ობიექტური ვიყო და გახარიას პარტიის წარმომადგენელს გამოვეხმაურო, რომელმაც თქვა, რომ თქვენ გგონიათ „ნაციონალური მოძრაობას“ გაურგიგდაო, „ოცნების“ წარმომადგენელს მიმართა. მე პირადად არ მგონია, ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გახარია ნამდვილად არ არის დღეს ოპოზიციის მხარეს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ უხერხულია ტერმინი „ასი ათასობით გაუპატიურებული ვაჟკაცის“ ხსენება და მმართველ პარტიას მოუწოდა ეს ტერმინი შეცვალონ „წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებებით“.
„მინდა ყურადღებით ვიყოთ, ყოფილი ხელისუფლების დროს დანაშაულებები, მოდით ასე მაინც ახსენეთ, ასი ათასობით გაუპატიურებული ვაჟკაცი უხერხულია. სირცხვილია ამ ტერმინოლოგიით ლაპარაკი. მე არ მეგულება ასი ათასი გაუპატიურებული ქართველი ვაჟკაცი. თქვენ თუ გეგულებათ, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე, იმაზე ცუდად, ვიდრე ჩვენ ყველას გვგონია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ან რომელიმე ლიდერი მოვა თუ არა, მობრუნდება თუ არა, ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი. 600 000 ადამიანი ჩვენი თანამოქალაქეა, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ უზარმაზარი მომხრე. მოდით, დავიწყოთ შეთანხმება და ამ სამ დეპუტატს ნუ შეუწყვეტთ უფლებამოსილებას. ეს იქნება ოპოზიციის და მმართველი პარტიის თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი ის იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი სარეაბილიტაციოდ გავისტუმროთ და თავი არ მოიჭრას ქვეყანამ და ციხეში არ მოკვდეს ეს ადამიანი, თორემ დაგვერქმევა „პრეზიდენტების მკვლელთა ქვეყანა“. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რადგან ახალი უთანხმოება დაიწყება ქვეყანაში, თუკი ამ ადამიანს რამე დაემართება ციხეში. არ მგონია, საქართველოს ოპოზიცია გახარიას იმედად დარჩეს. ეს გამოიწვევს ნიჰილიზმს და მე მინდა დღეს ეს შენიშვნა ოპოზიციამაც მიიღოს“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
0
0