
„აშშ-ს არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ბელარუსის ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებიან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ბელარუსი ერთად აგრძელებენ ჯარისკაცების წვრთნას“, - განუცხადა ანონიმურმა წყარომ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს ჯეფ სელდინს.
დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი ბელარუსს ომში უშუალოდ ჩართვისკენ უბიძგებს, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინაში ბელარუსი ჯარისკაცები არ გაგზავნილა.
ანონიმურმა სამხედრო პირმა ასევე განაცხადა, რომ რთული ბრძოლები გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბახმუტსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, მაგრამ ბრძოლის ველზე მდგომარეობა "მნიშვნელოვნად არ შეცვლილა".
როგორც ცნობილია, ომის საწყის ეტაპზე მოსკოვმა ბელარუსი გამოიყენა, როგორც სადესანტო პლაცდარმი უკრაინაში შეჭრისათვის, დედაქალაქ კიევის დასაკავებლად.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025