
ამერიკული სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე განთავსებული დოკუმენტების თანახმად, 1 ივლისიდან, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გაათავისუფლა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლები, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დაიქირავეს.
კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლებულია ეკონომიკური ზრდის უფროსი მრჩეველი, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებში უფროსი ტექნიკური მრჩეველი, დონორების კოორდინაციის მრჩეველი, ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი ანალიტიკოსი, უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში დასაქმების კანდიდატების ონლაინ ტესტირების სპეციალისტი და აივ ინფექციის/შიდსის საკითხებში მრჩეველი. ამავდროულად, კონკრეტული სპეციალისტების სახელები არ არის გამჟღავნებული.
პორტალზე ასევე მოცემულია თანამშრომლებთან სხვადასხვა ვადით გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობა. მათგან ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება PR სპეციალისტთან (კომუნიკაციების უფროს მრჩეველთან) გაფორმდა - მისი ღირებულება 455 ათასი აშშ დოლარი იყო.
„მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ცვლილების მიზანია ხელშეკრულების შეწყვეტა. ხელშეკრულების ახალი ვერსიის მოქმედების ბოლო დღეა 2025 წლის 1 ივლისი. აღნიშნულიინტერესების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში, თანამშრომელს შეუძლია მიიღოს კომპენსაცია, მაგრამ ამ პროცედურის ნიუანსები კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული,’’ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
23/05/2025