
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში გაწერილი ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას ითვალისწინებს.
,,ტრამპის ადმინისტრაცია ამჯობინებს, რომ კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს. აშშ-ის ადმინისტრაციას ამ კონფლიქტის მიმართ სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს - ეს ბიუჯეტის შემცირებაა. ჩვენ გვჯერა, რომ მოლაპარაკებების გზით საკითხის მშვიდობიანად მოგვარება ორივე მხარისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საუკეთესოა, და, საერთოდ, მსოფლიო მასშტაბით, ყველა კონკურენტის ინტერესის გათვალისწინებით,’’ - განაცხადა ჰეგსეთმა.
როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვალში, რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-მა უკრაინას დაახლოებით $66 მილიარდი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.
0
0