
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინაში Bradley-ს საბრძოლო მანქანების გაგზავნის საკითხს განიხილავს, რათა დაეხმაროს ქვეყანას რუსულის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კითხვაზე, განიხილება თუ არა აღნიშნული საკითხი, ბაიდენმა უპასუხა, „დიახ, განიხილება“.
Bradley საბრძოლო მანქანები აშშ-ის არმიის მიერ 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან გამოიყენებოდა, როგორც ძირითადი იარაღი საბრძოლო ველებზე ჯარების გადასაყვანად.
ჯერჯერობით გაურკვეველია, Bradley-ს რამდენი ჯავშანმანქანა გადაეცემა უკრაინას, თუმცა ცნობილია, რომ აშშ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში გამოცხადდეს.
ჯო ბაიდენის გეგმა არ მოიცავს უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას, რომლებსაც უკრაინელები ითხოვდნენ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025